„რასაც ვატყობ, 2 ოქტომბერს ქვეყანა, „ქართული ოცნება“ და სამართალი ერთად იზეიმებს“ - მდინარაძე

პუბლიკა

„რასაც ვატყობ, 2 ოქტომბერს, ქვეყანა, „ქართული ოცნება“ და სამართალი ერთად იზეიმებს!“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი მამუკა მდინარაძე Facebook-გვერდზე წერს.

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე საათის წინ Facebook-გვერდზე ვიდეო-მიმართვა გაავრცელა და განაცხადა, რომ იყიდა თვითმფრინავის ბილეთი და საქართველოში ჩამოსვლას 2 ოქტომბერს აპირებს. ვიდეო-მიმართვას სააკაშვილმა ბილეთის ფოტოებიც დაურთო.


„საქართველოს ბედი წყდება და ავიღე ბილეთი 2 ოქტომბრის საღამოსთვის, რათა თქვენთან ერთად ვიყო თბილისში და თქვენთან ერთად დავიცვა თქვენი ნების გამოხატულება და თქვენთან ერთად მივიღო მონაწილეობა საქართველოს გადარჩენაში“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა მიმართვისას.