სამშენებლო ობიექტიდან გადმოვარდნილი მუშები საავადმყოფოში რჩებიან

პუბლიკა

რუსთავში სამშენებლო ობიექტიდან გადმოვარდნილი მუშები  რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში რჩებიან.

როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების პრესსახურის წარმომადგენელმა „პუბლიკას“ განუხცადა, ერთ-ერთის მდგომარეობა სტაბილურია, ის გონზეა და კონტაქტურია. ხოლო, მეორეს აქვს სხვადასხვა ტიპის ტრამვა და მას ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო ჩარევა.

დღეს რუსთავში მშენებლობიდან ორი მუშა გადმოვარდა. როგორც „პუბლიკას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 170-ე მუხლით, რაც შრომის დაცვის წესის დარღვევას გულისხმობს.

______

შრომის ინსპექციის დეპარტამენტის ცნობით, 2018 წელს დაღუპულია 59 და დაშავებულია 199 ადამიანი, ხოლო მიმდინარე წელს სამუშაო ადგილზე დაღუპულია 38 და დაშავებულია 135 პირი.

გუშინ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განხცადება გაავრცელა. მისი თქმით,  ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების მხრივ კვლავ მძიმე მდგომარეობაა და საჭიროა, სახელმწიფომ გაატაროს აქტიური ღონისძიებები პრობლემის მოსაგვარებლად.

„მხოლოდ წლის პირველ ნახევარში, სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას დაშავდა 71 და დაიღუპა  25 ადამიანი. გასულ წელთან შედარებით, კლების ტენდენციის მიუხედავად, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ გაატაროს აქტიური ღონისძიებები აღნიშნული პრობლემის მაქსიმალურად სწრაფად მოგვარების მიზნით“, – ამბობს სახალხო დამცველი.