შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამტრედიაში კაცს მატარებელი დაეჯახა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.