სანამ საქართველოში არდადეგებია, ამერიკელი დიპლომატები ბავშვებს მოთხრობებს facebook-ით წაუკითხავენ

პუბლიკა

სანამ საქართველოში სკოლები დაკეტილია, ამერიკელი დიპლომატები ბავშვებს ფეისბუქის პირდაპირი ეთერის საშუალებით მოთხრობებს წაუკითხავენ, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ამერიკის საელჩო ავრცელებს.

„გვსურს, ბავშვებს სწავლის გაგრძელებაში დავეხმაროთ. ფეისბუქლაივის მეშვეობით სამუშაო დღეებში 14:00 საათიდან ამერიკელი დიპლომატი ინგლისურად წაგიკითხავთ და გესაუბრებათ თავის საყვარელ მოთხრობაზე. ინგლისურის სამეცადინოდ და ამერიკის შესახებ მეტის გასაგებად ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა“, –- წერია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.

მათი ცნობით, პირველი მოთხრობა, რომელსაც ალთეა ქოლი-მერფრი წაგიკითხავთ დოქტორ სიუსის „ლორაქსია”.

კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მასშტაბით, სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა.