საპატრიარქოს განცხადება: საზოგადოებაში შერიგების პროცესზე ზურაბიშვილის ინიციატივას მხარს დავუჭერთ

პუბლიკა

საპატრიარქო სალომე ზურაბიშვილთან პატრიარქის შეხვედრაზე განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტმა პატრიარქს წარუდგინა თავისი თვალთახედვა, რაც დაკავშირებულია ჩვენს საზოგადოებაში შერიგების პროცესთან.

„მისი უწმინდესობაც და, ბუნებრივია, ეკლესიაც, ამჟამადაც, როგორც ყოველთვის, დაუჭერს მხარს ნებისმიერ ინიციატივას და ქმედებას მიმართულს ერთსულოვნებისკენ, რომელიც დაფუძნებული იქნება ქრისტიანულ და სამართლიან საფუძვლებზე“. – ვკითხულობთ საპატრიარქოს განცხადებაში.

10 დეკემებერს სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტ ბაიდენის ინიციატივით გამართულ დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოვიდა.

„ახლო წარსულმა ცხადყო, რომ პოლარიზაციამ პირდაპირი გავლენა იქონია ჩვენს დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და პროცესებზე…

როგორც საქართველოს პრეზიდენტი, პირობას ვდებ, რომ წამოვიწყებ ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ“. – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

„ინკლუზიური პროცესის“ წამოწყებაზე პრეზიდენტის განცხადებას ოპოზიციის ნაწილი დადებითად შეხვდა. ინიციატივა ასევე მოიწონა მიხეილ სააკაშვილმა.