საქართველო UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კონვენციას 2007 წელს მიუერთდა. კონვენციის მიხედვით, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა არის საზოგადოების, ცალკეული ჯგუფებისა და ზოგიერთ შემთხვევაში, კერძო პირების მიერ მათი კულტურული მემკვიდრეობის ნაწილად აღიარებული ადათ-წესები, წარმოდგენისა და გამოსახვის ფორმები, ცოდნა და ჩვევები – ასევე მათთან დაკავშირებული ინსტრუმენტები, საგნები, არტეფაქტები და კულტურული სივრცეები, – ვკითხულობთ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ვებგვერდზე.
არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სფეროები:
- ზეპირი ტრადიციები და გამოხატვის ფორმები (ლეგენდა, იგავი, ზეპირი გადმოცემა, თქმულება და ა.შ.);
- საშემსრულებლო ხელოვნება (სიმღერა, ცეკვა, სახიობა და ა.შ.)
- საზოგადოებრივი პრაქტიკები (თამაშობა, დღეობა, დღესასწაული, კულინარია და ა.შ.);
- გარესამყაროსთან დაკავშირებული გამოცდილება (ხალხური მედიცინა, ბუნების მოვლენებთან დაკავშირებული ადათ-წესები და ა.შ.);
- ხელოსნობის დარგები და ტექნიკები (ხალხური რეწვა: თექა, მეტალი, თიხა, ფარდაგი და ა.შ).
საქართველოს არამატერიალურ კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებს შორისაა:
► ბავშვთა მუსიკალური აღზრდის ტრადიცია „ნიჭიერთა ათწლედში“;
► თეატრალური უნივერსიტეტის ყოველწლიური, სტუდენტად კურთხევის ტრადიცია – გრიმის ცხების ცერემონიალი.
► ზარით დაკრძალვის სვანური რიტუალი;
► დანელიას ღვინის დამზადების ტრადიციული საგვარეულო ტექნოლოგია“;
► „ქართულ-ებრაულ 26-საუკუნოვან უნიკალური ურთიერთობის ტრადიცია;
► „ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად ცოდნის ტრადიცია;
► „ლაღიძის წყლების ტექნოლოგიასა და კულტურა“;
► საბავშვო ლიტერატურული ჟურნალის ტრადიციას – ჟურნალი „ დილა”.
ვრცელი სიისთვის ეწვიეთ ბმულს: