საქართველოს კანონმდებლობას გვერდს ვერავინ აუვლის – გახარია რუსეთის დელეგაციაზე პრეზიდენტის განცხადების შესახებ

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჟურნალისტებმა გუშინ ევროსაბჭოში სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ ჰკითხეს. კერძოდ, პრემიერს მაისში ევროსაბჭოს დაგეგმილ ღონისძიებაზე რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებული განცხადების შეფასება სთხოვეს. გიორგი გახარია დონორთა კონფერენციას ესწრებოდა.

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, მაისში ევროსაბჭოს დაგეგმილ ღონისძიებებზე რუსეთის დელეგაციას საქართველო თავისი კანონმდებლობის გვერდის ავლით უმასპინძლებს.

„სამწუხაროდ, ევროსაბჭოში რუსეთს აღუდგა წევრობა. ვერავინ, ვინც ეს არ უნდა განაცხადოს, საქართველოს კანონმდებლობას ვერ აუვლის გვერდს. მოვა დრო და ყველაფერი იქნება გაკეთებული საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით და ვერავინ საქართველოს კანონმდებლობას გვერდს ვერ აუვლის. ჩვენ ვიქცევით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.