საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანს შეხვდა. სალომე ზურაბიშვილი აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.
„საქართველო მადლიერია ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერისათვის, და მისი ერთგულებისათვის დემოკრატიული ღირებულებებისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით”, – დაწერა შეხვედრის შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა Twitter-ზე.
თეთრი სახლის ცნობით, შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილმა და ჯეიკ სალივანმა განიხილეს საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ ქვეყნების საერთო ინტერესს.
Thankful for the
support to the Georgian people, and its commitment to democratic values and
integration
@jakejsullivan pic.twitter.com/ZQIDmAbr8F
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) March 10, 2023