საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, 34-ე ადამიანი გარდაიცვალა

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. დღეს უკვე მეორე გარდაცვლილია, რომლის შესახებაც ცნობილი გახდა. ჯამში გარდაცვლილთა რაოდენობა 34 გახდა. ინფორმაცია ამის შესახებ Stopcov.ge-ზე განახლდა.

34-ე გარდაცვლილი 70 წლის მამაკაცი იყო.

„პაციენტს ჰქონდა ტუბერკულოზი. ბოლო პერიოდში დამძიმდა მისი მდგომარეობა და ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა”, -ამბობს საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორი მიხეილ ქამუშაძე.


საქართველოში კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობა 5 866 გახდა. ახალი შემთხვევებიდან 225 აჭარაში გამოვლინდა.

განახლებული მონაცემები ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 5 866;
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 2 324;
  • მათ შორის გარდაცვლილი – 34;
  • კარანტინის რეჟიმში – 5 637;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836;
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 800;
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41.