საქართველოში მიწისძვრა მოხდა

პუბლიკა

მასალა განახლებულია.

დღეს, თბილისის დროით 15:28 საათზე, საქართველოში მიწისძვრა მოხდა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, თბილისიდან 63 კმ-ში, სოფელ ახადთან მოხდა 4.0 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა.

თავდაპირველად ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიწისძვრის სიმძლავრე 3.9 (ML) მაგნიტუდა იყო.

ასევე დღეს, თბილისის დროით 09:26 საათზე, სომხეთში, საქართველოს საზღვრიდან 30 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები იგრძნობოდა საქართველოშიც.