სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2026 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.7% შეადგინა.
თვიურ ჭრილში:
ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (3.2%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (2.4%), ყავა, ჩაი და კაკაო (1.5%), თევზეული (1.1%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (0.8%);
ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.2%-ით, რაც თვის ინფლაციაზე 0.39 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (4.8%), სატრანსპორტო მომსახურებასა (0.4%) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (0.2%);
წლიური ინფლაციის ჭრილში:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.2%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.84 პროცენტული პუნქტით აისახა.
ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (20.9%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (10.1%), პური და პურპროდუქტები (7%), ხილი და ყურძენი (6.5%), ზეთი და ცხიმი (6.1%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (6%), ყავა, ჩაი და კაკაო (5.4%), რძე, ყველი და კვერცხი (4.1%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (1.5%).
ამასთან, ფასები შემცირებულია ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-7%);
ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 15.1%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.72 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (22.7%) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (9.3 %);
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები მომატებულია 7%-ით, რაც 0.66 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაზრდილია ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (10.3%), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (5.9%) და ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (4.6%);
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.2%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.46 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (8.1%), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (6.4%);
ჯანმრთელობის დაცვა: მოცემულ პერიოდში ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.1%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.43 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (7.7%), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (3%) და საავადმყოფოების მომსახურება (1.4%).