სასამართლოს ცნობით, ალეკ ბოლდუინმა ფატალურ გასროლამდე იცოდა, რომ იარაღში ნამდვილი ტყვიები არ იდო - BBC

პუბლიკა

იარაღი, რომლიდანაც მსახიობმა ალეკ ბოლდუინმა გაისროლა, მას რეჟისორის ასისტენტმა გადასაღებ მოედანზე მიაწოდა და უთხრა, რომ უსაფრთხო იყო, – BBC-ის ცნობით, ამის შესახებ სასამართლოს ჩანაწერებშია აღნიშნული.

ჩანაწერების თანახმად, რეჟისორის ასისტენტმა, რომლის ვინაობაც არ კონკრეტდება, არ იცოდა, რომ იარაღში ნამდვილი ტყვია იყო, მან ის მსახიობს მიაწოდა და დაიძახა: „ცივი იარაღი!“ („cold gun!“) – ეს არის ტერმინი, რომელიც მიანიშნებს, რომ იარაღში ნამდვილი ტყვია არ დევს.

ამასთან, BBC-მ მოიპოვა ტრაგედიის მომენტში გადასაღებ მოედანზე მყოფი ადამიანების სია, რომელშიც აღნიშნულია იმ პირის ვინაობაც, რომელსაც იარაღის უსაფრთხოების შემოწმება ევალებოდა. მედიის ცნობით, ის 30-მდე წლისაა და ამ პოზიციაზე პირველად მოუწია მუშაობა.


გუშინ ცნობილი გახდა, რომ ალეკ ბოდუინმა ფილმის გადასაღებ მოედანზე სარეკვიზიტო იარაღიდან გაისროლა, რის შედეგადაც ოპერატორი ჰალინა ჰატჩინსი დაიღუპა, რეჟისორი ჯოელ სოუსა კი დაიჭრა. მსახიობი გადასაღებ მოედანზე მომხდარ უბედურ შემთხვევას Twitter-ში გუშინვე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „არ არსებობს სიტყვები, რომლითაც გამოვხატავ ჩემს შოკსა და მწუხარებას“.