„შემაშფოთებელია ინსპექტორის სამსახურის გაუქმების განხილვის მოულოდნელად წამოწყება“ | ბრიტანეთის საელჩო

პუბლიკა

ბრიტანეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებლი საქართველოში კლერ ოლბლესი სახელწმიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ პარლამენტში კანონპროექტის განხილვას ეხმაურება.

„შემაშფოთებელია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების განხილვის მოულოდნელად წამოწყება. იმედი მაქვს, აღნიშნულ გადაწყვეტილებას დაეთმობა შესაბამისი დრო, განხილვა მოხდება ღიად, სიფრთხილით და ყველა შესაბამისი დაინტერესებული მხარის ჩართულობით“, – წერს ოლბლესი ტვიტერზე.

ელჩის მოვალეობის შემსრულებლის კომენტარს ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს.