შემომითვალეს, ახალ ამბებში რედაქტორად აღარ ვიქნები – მაია მერკვილაძე

პუბლიკა

აჭარის მაუწყებლის დირექტორის გადაწყვეტილებით, მაია მერკვილაძე  ახალი ამბების მიმართულებით რედაქტორი აღარ იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ  მაია მერკვილაძე ავრცელებს. მისი თქმით,  დირექტორი მას გაუგებარ პოზიციაზე სთავაზობს მუშაობის გაგრძელებას, რასაც არ დასთანხმდება.

მაია მერკვილაძე ახალი ამბების მიმართულების დირექტორის მოადგილე  და 8-საათიანი საინფორმაციო გამოშვების რედაქტორია. 14 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ დირექტორს საშტატო განრიგში ცვლილებები შეტანა სურდა, რითaც უქმდებოდა მოადგილის შტატი. ცვლილებები მაუწყებლის ბორდმა დაამტკიცა.

ის ამ დრომდე მხოლოდ 8-საათიანი გამოშვების რედაქტორის თანამდებობაზე მუშაობს აჭარის მაუწყებელში, თუმცა, როგორც ცნობილი გახდა, დირექტორის გადაწყვეტილებით, მაია მერკვილაძე ახალი ამბების რედაქტორად აღარ იმუშავებს.

 

აჭარის მაუწყებელში ცვლილებებს, რომელც საშტატო განრიგს ეხება მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობად აღიქვამს. არაერთ განცხადება გავრცელდა მაუწყებლის მხარდასაჭერი, აქციები გაიმართა ქვეყნის მასშტაბით სხვადახვა ქალაქებში.