„შეწყდეს კარტოგრაფების საქმე“ - პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს

პუბლიკა

მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზებით პარლამენტის შენობასთან ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მხარდამჭერი აქცია დაიწყო. აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის კომისიის ყოფილი წევრების გათავისუფლებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებას მოუწოდებენ შეწყვიტონ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მიმართ პოლიტიკური დევნა. აქციას მივიდნენ დაკავებული ივერი მელაშვილის ოჯახის წევრებიც.

საპროტექსტო აქციას მოქალაქეებთან ერთად არასამარობო ორაგნიზაციის წარმომადგენლები და პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ.

„სირცხვილიას“ წევრები ამბობენ, რომ დღევანდელი აქცია გამაფრთხილებელია და გაგრძელდება მომდევნო დღეებშიც თუ ხელისუფლება ზომებს არ მიიღებს დაკავებული კარტოგრაფების გასათავისუფლებად.


დავით გარეჯის საკითხზე სადელიმიტიაციო კომისიის ყოფილი წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პროკურატურამ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებების ბრალდებით 7 ოქტომბერს დააკავა. მათ აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული. ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ბრალს არ აღიარებენ.

პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.