შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა, ხოლო სერგი ბზიშვილი, რომელიც ამ დრომდე აღნიშნულ თანამდებობას იკავებდა, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს უფროსის პოზიციაზე გააგრძელებს მუშაობას.
სერგი ბზიშვილი შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას თებერვლიდან იკავებდა.
რაც შეეხება რამაზ თათარაშვილს, შსს-ს ცნობით, ამ დრომდე ის იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას იკავებდა. მას შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
შს მინისტრი სულხან თამაზაშვილი და მისი პირველი მოადგილე რონი მესხი დღეს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტს ეწვივნენ.