შს მინისტრი ვახტანგ გომელაური ქუთაისში ჩავიდა

პუბლიკა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ქუთაისში ჩავიდა, სადაც შეიარაღებული პირი ბანკშია შეჭრილი და მძევლები ჰყავს აყვანილი.

5 საათზე მეტი გავიდა, რაც ქუთაისში „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებული პირია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მას 12 ადამიანი ჰყავს მძევლად აყვანილი და 2 მილიონ დოლარს მოითხოვს.

როგორც მძევლები ამბობენ გავრცელებულ ვიდეოებში და თავად თავდამსხმელიც ადასტურებს, მას თან აქვს ასაფეთქებელი ნივთიერებები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაწყებულია  ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდებისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე.