შსს: ომბუდსმენის ოფისში სანდრო ბრეგაძის ქმედებებზე გამოძიება დაიწყო

პუბლიკა

შსს-ს ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველომ 12 ნოემბერს მოძრაობა „ქართული მარშის“ ლიდერის – ალექსანდრე (სანდრო) ბრეგაძის მიერ სახალხო დამცველის ოფისში ჩადენილ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახალხო დამცველის სამსახურებრივი საქმიანობისთვის ხელის შეშლის მიზნით მასზე ზემოქმედებას გულისხმობს.

„ქართული მარშის“ ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ, „პუბლიკასთან“ განაცხადა, რომ სახალხო დამცველმა „ქართულ მარშს“ ძალადობრივი ჯგუფი უწოდა, რის გამოც ლომჯარიამ ბოდიში უნდა მოიხადოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისივე თქმით, ომბუდსმენს „მიწიერ ჯოჯოხეთს მოუწყობს“.