სკოლები თბილისში, სადაც დირექტორად სამინისტროს წარდგენილი კანდიდატი არ აირჩიეს

პუბლიკა

ოქტომბრის დასაწყისში განათლების სამინისტრომ თბილისში არსებული საჯარო სკოლების ნახევარში სკოლის დირექტორთა არჩევნები დაინიშნა. ამ სკოლებიდან 12-მა სკოლამ სამინისტროს წარდგენილ კანდიდატს მხარი არ დაუჭირა.

თბილისში სულ 287 სკოლაა. აქედან 152 სკოლაში დირექტორობის კანდიდატი გაიგზავნა. სკოლების უმრავლესობაში სამეურვეო საბჭოებს მხოლოდ თითო კანდიდატი წარედგინა. ზუსტად რამდენ სკოლაში წარადგინეს ერთზე მეტი კანდიდატი, უცნობია. სამინისტრო ამ დრომდე, ამ საკითხზე, ჩვენს კითხვას არ პასუხობს.

152 სკოლიდან, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, სამინისტროს წარდგენილ კანდიდატს მხარი არ დაუჭირა 12 სკოლამ.

ეს სკოლებია:

  1. 116-ე საჯარო სკოლა – დიდუბე ჩუღურეთი
  2. 112 – ე საჯარო სკოლა – გლდანი – ნაძალადევი
  3. 24-ე საჯარო სკოლა – ძველი თბილისი
  4. 136-ე საჯარო სკოლა – გლდანი ნაძალადევი
  5. 50-ე საჯარო სკოლა ძველი თბილისი
  6. 115-ე საჯარო სკოლა – გლდანი ნაძალადევი
  7. 178-ე საჯარო სკოლა – ისანი სამგორი
  8. მე-200 საჯარო სკოლა – გლდანი ნაძალადევი
  9. 182 -ე საჯარო სკოლა- ისანი სამგორი
  10. 114-ე საჯარო სკოლა – გლდანი ნაძალადევი
  11. 45-ე საჯარო სკოლა – გლდანი ნაძალადევი
  12. მე-5 საჯარო სკოლა სკოლა – – გლდანი ნაძალადევი

აღნიშნული ინფორმაცია „პუბლიკას“ ოფიციალურმა წყაროებმა დაუდასტურა. ქვეყნის მასშტაბით დირექტორთა არჩევნები 927 სკოლაში უნდა გაიმართოს. სკოლების უმეტესობაში თითო კანდიდატია წარდგენილი.

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის (CCIIR) მიერ დამუშავებული მონაცემების მიხედვით, რომლებიც ორგანიზაციამ კანდიდატების მიერ პრიორიტეტული სკოლების მონიშვნის შემდგომ დაამუშავა, კანდიდატობის მსურველი ჯამში 1276 პირი იყო, აქედან 383 სკოლაში არჩევნებში მონაწილეობა სურდა 2/ ან და მეტ კანდიდატს.

892 სკოლაში კი წარდგენილი იყო მხოლოდ 1 მსურველის განაცხადი. ამ მონაცემების მიხედვით, იყო სკოლები, სადაც მსურველები იყვნენ, მაგრამ არჩევნები არ დაინიშნა. ასეთი 350-მდე სკოლაა.

სამინისტროს გადაწყვეტილებას სკოლებში თითო კანდიდატის წარდგენაზე სასკოლო საზოგადოებისა და დარგის სპეციალისტების ნაწილის მხრიდან კრიტიკული შეფასებები მოჰყვა. მათი შეფასებით, არჩევანის გარეშე რეალური არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა სკოლებს არ ექნებათ. შეკითხვებს ბადებს ის გარემოება, თუ რატომ არ წარადგინა ერთზე მეტი კანდიდატი სამინისტრომ თუნდაც იმ სკოლებში, რომლებშიც არჩევნებში მონაწილეობის სურვილი ერთზე მეტ კანდიდატს ჰქონდა წინასწარ გაცხადებული.