სკოლის აუცრელი თანამშრომლები 7 დღეში ერთხელ, აცრილები ორ კვირაში ერთხელ გაიტესტებიან - განკარგულება

პუბლიკა

სკოლის აუცრელი თანამშრომლები ყოველ 7 დღეში ერთხელ ანტიგენის წესით, ხოლო სრულად აცრილები 14 დღეში ერთხელ გაივლიან კორონავირუსზე სავალდებულო PCR-ტესტირებას.

ცვლილება საქართველოს მთავრობის დადგენილებაში შევიდა. ბრძანებას ხელი ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა.

დადგენილების მიხედვით, გამონაკლისია შემთხვევები, როდესაც არსებობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შუამდგომლობა ტესტირების შეუძლებლობის შესახებ ან დაწესებულებაში მომუშავე პირები სარგებლობენ დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული მოდელით.

ამ განკარგულებით განსაზღვრული სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ტესტირება (ნაცხის აღება და ნიმუშების ლაბორატორიული დიაგნოსტიკა) ექვემდებარება დაფინანსებას, სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში დადგენილი წესით.

ამირან გამყრელიძემ გუშინ, 7 ოქტომბერს განაცხადა, რომ  ბოლო მონაცემებით, სკოლებში მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის 52 პროცენტი სრულად ვაქცინირებულია.

 

LB loan image desktop LB loan image mobile