სოფელ ანაგაში ხევის გაწმენდის სამუშაოების დროს მუშა დაშავდა

პუბლიკა

სიღნაღში, სოფელ ანაგაში ხევის გაწმენდის სამუშაოების შესრულებისას მუშა დაშავდა.

„პუბლიკის“ ინფორმაციით, მას სამუშაო ტექნიკის ნაწილი დაეცა და ქვედა კიდურები აქვს დაზიანებული.

როგორც „პუბლიკას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გულისხმობს გაუფრთხილებლობით.

ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ის ჯერ წნორის კლინიკაში გადაიყვანეს, შემდეგ კი თბილისში. „პუბლიკა” ცდილობს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გარკვევას.