„სპარის" კიდევ ერთი თანამშრომელი დაჭრეს

პუბლიკა

დიღომში სუპერმარკეტ „სპარის” ერთ-ერთ ფილიალის თანამშრომელი დაჭრეს.

როგორც „პუბლიკას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

გასული წლის 30 დეკემბერს „სპარის” კიდევ ერთი თანამშრომელი დაჭრეს. დაპირისპირების დროს დაშავებული კონსულტანტი, 20 წლის მამაკაცი, მათე ჯომიდავა გასულ კვირას გარდაიცვალა.

LB image desktop LB image mobile