სტამბოლის ცენტრში აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 80-ზე მეტი კი დაშავდა

პუბლიკა

გუშინ, თურქეთში, სტამბოლის ცენტრში, ისტიკლალის გამზირზე აფეთქება მოხდა. როგორც ოფიციალური პირები აცხადებენ, აფეთქების შედეგად დაიღუპა 6 ადამიანი, 80-ზე მეტი კი დაშავდა.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, სულეიმან სოილუმ განაცხადა, რომ აფეთქების ბრალდებით ერთი ადამიანია დაკავებული. როგორც მან თქვა, დაკავებულმა თურქეთის დედაქალაქის ცენტრში „დატოვა ბომბი, რომელმაც აფეთქება გამოიწვია“. თურქეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ მომხდარი შესაძლოა ტერორისტულ აქტად შეფასდეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სტამბოლში აფეთქებისას საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ გენერალურ საკონსულოში შეტყობინება არ შესულა.

სტამბოლში მომხდარ აფეთქებას გამოეხმაურა და მწუხარება გამოთქვა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. ასევე, განცხადება გაავრცელეს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

 

 

LB loan image desktop LB loan image mobile