„სტრატეგია აღმაშენებელთან“ ერთად გვექნება საერთო სტრატეგია რუსული პარტიის, ივანიშვილის დამარცხების - ხაბეიშვილი

პუბლიკა

„დღეიდან ხალხის დაკვეთით, „სტრატეგია აღმაშენებელთან“ ერთად გვექნება საერთო სტრატეგია რუსული პარტიის, ივანიშვილის დამარცხების“,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერთან გიორგი ვაშაძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი ვაშაძემ და ლევან ხაბეიშვილმა „გამარჯვების პლატფორმა” დააფუძნეს.

„ნაციონალური მოძრაობა“ არის ყველაზე დიდი ევროპული პარტია და ჩვენ, ცხადია, მივიღეთ კონკრეტული გადაწყვეტილება, რომ პროდასავლური პარტიების პლატფორმაზე გაკეთდეს გამარჯვების პლატფორმა. კონკრეტული კონსულტაციების შემდეგ მივაღწიეთ შეთანხმებას პარტიასთან, რომელიც ყველა გამოკითხვით, კვლევით ასევე ყველაზე დიდია პროდასავლური პარტიაა პარტიებს შორის. ვგულისხმობ „სტრატეგია აღმაშენებელს“.

შესაბამისად, დღეიდან ხალხის დაკვეთით, „სტრატეგია აღმაშენებელთან“ ერთად გვექნება საერთო სტრატეგია რუსული პარტიის, ივანიშვილის დამარცხების. მინდა, მადლობა გადავუხადო „სტრატეგია აღამაშენებელს“ და მისი გუნდის თითოეულ წევრს. ცხადია, მიხეილ სააკაშვილის პასუხისმგებლიანი პარტია სხვანაირად ვერ მოიქცეოდა. ჩვენ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯი და გავაგრძელებთ ბრძოლად თავისუფალი, ერთიანი საქართველოსთვის“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

პარტია „დროა“ პარტიის ლიდერის ელენე ხოშტარიას განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ პარტია ამ ეტაპზე არ ხედავს თავის თავს „ნაციონალურ მოძრაობასთან.“

ელენე ხოშტარია აღნიშნავს, რომ სამეულთან თანამშრომლობა ძალიან საჭირო, საინტერესო და საქმისთვის სასარგებლო იყო.

„წარმატებებს ვუსურვებ გიორგისაც და ნაციონალურ მოძრაობასაც საკუთარი ამომრჩევლის მაქსიმალურად კონსოლიდაციაში. ჩვენც გვექნება ჩვენი საარჩევნო განაცხადი და ყველაფერს ვიზამ, რომ იმ შედეგისთვის ანუ რუსების გაგდებისთვის და პროდასავლური სამომავლო კოალიციისთვის ოპტიმალური იყოს, ” – ამბობე ელენე ხოშტარია.