ანასტასია ზინოვკინა
თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების პერიოდში სისხლის სამართლის წესით დაკავებულია რუსეთის კიდევ ორი მოქალაქე - ანასტასიია ზინოვკინა და არტემ გრიბული. მათ პროკურატურა გასაღების მიზნით 16 გრამი ნარკოტიკული საშუალება ალფა-პვპ-ის ფლობას ედავება. ბრალდებულები ბრალს არ აღიარებენ და ამბობენ, რომ პოლიციამ მათ ნარკოტიკი ჩაუდო - მიაჩნიათ, რომ ისინი თბილისში საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო ისჯებიან.
რა ბერკეტები რჩება დაცვის მხარეს, დაამტკიცოს თავის სიმართლე იმ პირობებში, როდესაც ჩხრეკის ჩამტარებელი გამომძიებელი და თარჯიმანი ერთმანეთის იდენტურ, მსგავს, ე.წ. copy/paste ინფორმაციას აძლევს საგამოძიებო ორგანოს?! რით განსხვავდება საეჭვო კომპანიაში დასაქმებული შორენა ტაბატაძის მონაწილეობა და გამოკითხვის ოქმი, საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლის მონაწილეობისგან?