დასაქმებულები

სალომე გორგოძე

კორონავირუსის პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით, მარტიდან, ქვეყნის მასშტაბით, როგორც საჯარო, ისე კერძო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი შეწყდა. კერძო ბაღების ხელმძღვანელებსა და აღმზრდელებს დღემდე არ აქვთ კონკრეტული პასუხი, როდიდან და რა პირობებით შეძლებენ საქმიანობის განახლებას. მათი თქმით, არსებული გაურკვევლობა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, თუ რამდენად მოახერხებენ მომავალში კერძო ბაღები ფუნქციონირებას,- მათ მძიმე ტვირთად აწევთ ფინანსური ვალდებულებები, არსებობს მაღალი რისკი იმისა, რომ მნიშვნელოვნად შეუმცირდეთ აღსაზრდელების რაოდენობა, ისევე როგორც დაკარგონ კვალაიფიციური ადამიანური რესურსი.

სალომე გორგოძე

ექთნების შრომითი პირობები ჩვენს ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებამდეც არ იყო სახარბიელო,- ამას ხაზს უსვამენ დარგის სპეციალისტები. მძიმე სამუშაო დატვირთვა, დაბალი ანაზღაურება, კადრების დეფიციტი, გამოწვევები პროფესიული მომზადების კუთხით - არასრული ჩამონათვალია იმ პრობლემებისა, რომლებიც ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლის - ექთნების საქმიანობაში უკვე წლებია დღის წესრიგში დგას.