ეთერ კიღურაძე

ლიკა ზაკაშვილი

უკანასკნელი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ფარისებრი ჯირკვლის კიბოთი ავადობის უწყვეტი ზრდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ვლინდება და მატება ქალთა პოპულაციას ეხება. მაღალი ავადობის ქვეყნებად მიიჩნევა ის ქვეყნები, რომლებშიც ქალთა შორის ავადობა 100 000 ქალზე 10-ს შეადგენს, საქართველოში კიბოს პოპულაციური რეგისტრის მიხედვით, აღნიშნული მაჩვენებელი 100 000 ქალზე 48-ს შეადგენს.