კორონავირუსის მზარდი დადასტურებული შემთხვევების შემდეგ იტალია „წითელ ზონად“ გამოცხადდა. კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა იტალიაში ბოლო მონაცემებით 12 462-მდე გაიზარდა, გარდაცვლილია 632 ადამიანი. ამ მონაცემებით იტალიას მხოლოდ ჩინეთი უსწრებს. ირანში, სამხრეთ კორეასა და საფრანგეთში ჯამში (384) იტალიაზე ნაკლები ადამიანი დაიღუპა. იტალიაში კორონავირუსით გარდაცვალების 5%-იანი მაჩევნებელია, რაც ბევრად აღემატება მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელს - 3,4%-ს.

„შემდეგი დღეებისა და კვირების განმავლობაში ველოდებით ვირუსის შემთხვევებს, სიკვდილიანობის ზრდას და იმ ქვეყნების რაოდენობა, სადაც ვირუსი შეაღწევს, გაიზრდება. ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ, როგორც გავრცელების მაღალი დონით, ისე ვირუსის სირთულით. ამიტომაც ვაცხადებთ, რომ COVID-19 შეიძლება შევაფასოთ, როგორც პანდემია“, – განაცხადა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.