მწვრთნელი

თათია ხალიანი

„ამდენი წელია ვემსახურები ფეხბურთს. შენიშვნაც კი არ მქონია არასოდეს. ვემსახურებოდი ახალგაზრდა ფეხბურთელების აღზრდას. საზოგადოებაში კარგად მიცნობს ყველა, ოზურგეთში მითუმეტეს. მაქვს უმაღლესი კატეგორია ფეხბურთში, უეფას A კატეგორიის მწვრთნელი ვარ. ეს კაცი რომ მოვიდა, დამიწყო დევნა. არანაირი კონფლიქტი და არანაირი შეხება არ მქონია მასთან, მაგრამ როგორც კი გახდა მერი, „მერცხალის“ დირექტორმა დამიბარა და მითხრა გათავისუფლებული ხარო. მიზეზი რა არის-თქო რომ ვკითხე - არ მოსწონხარ ამ ავთო თალაკვაძეს და რა ვქნა მეო, ასე მიპასუხა. დაარქვეს რეორგანიზაცია და შემცირება, მაგრამ 18 კაცი აიყვანეს შემდეგ, მათი ხალხი, “- გვეუბნება ხარიტონ ჩხატარაშვილი.