პედრო ალმოდოვარი
ესპანელი კინორეჟისორის, პედრო ალმოდოვარის დღიურის მესამე ნაწილს ბრიტანული კინოს ინსტიტუტი (BFI) აქვეყნებს. დღიურის წერა რეჟისორმა თვითიზოლაციაში, 23 მარტიდან დაიწყო. მესამე ნაწილში ალმოდოვარი განიხილავს ლიტერატურას და მკითხველს კარანტინში საკითხავ წიგნებსა და ფილმებს ურჩევს.
იმ ღამით ვიცოდი, რომ მომდევნო დღეს გარეთ გასვლას შევეცდებოდი; თავი ისე ვიგრძენი, თითქოს წინასწარ განზრახული დანაშაულის ჩადენას ვაპირებდი. იმ ადამიანივით ვიყავი, აკრძალული სიამოვნების მორევში გადაშვება რომ განუზრახავს და თავს ვერ შველის. იაფფასიან ლიტერატურასავით კი ჟღერს, მაგრამ მე შინაპატიმრობის ეფექტს ვაბრალებ.