კატო ჯავახიშვილი

ისევ იქ ხარ: თმაგაბურძგნული, ჩასისხლიანებული თვალებით, გაღიზიანებული. თამაშობ, უკვე არა მოგებისთვის, არამედ წაგებულის ამოღებისთვის. სესხულობ. იტყუები. იპარავ. შეხედე შენს თავს. ირგვლივ როგორ უცხოვდებიან ადამიანები, როგორ დაიღალნენ.  ეს გულგრილობის სამეფოა, რომელიც მათ უმოქმედობისკენ, შენ კი გაბოროტებისკენ გიბიძგებს.