ინფლენსერებს შეიძლება მოუწიოთ მითითება, რომ საქონლის ან მომსახურების რეკლამას აკეთებენ

პუბლიკა

2025 წლიდან შესაძლოა, ინფლუენსერებისთვის სავალდებულო გახდეს ვიდეოებში წარწერით მითითება, რომ ამა თუ იმ საქონლის ან მომსახურების საუბრისთვის კონკრეტულმა კომპანიამ მათ თანხა გადაუხადა.

კონკურენციის და მომხმარებლების დაცვის სააგენტო ინფლუენსერების სამოქმედო სტანდარტზე 2024 წელს დაიწყებს.

„პუბლიკას” სააგენტოში უთხრეს, რომ ეს არ იქნება ახალი ნორმატიული რეგულირება.

„სიტყვა ინფლუენსერი ნახსენები არ არის, თუმცა. რეკლამის შესახებ არსებულ კანონმდებლობაშიც გათვალისწინებულია ეს საკითხი. მთავარი პრინციპი იქნება გამჭვირვალობა საქონლის ან მომსახურების რეკლამირებისას, რაც იდეაში მოიაზრებს იმას, რომ რეკლამისას მითითებული იქნას შესაბამისი აღნიშვნა”. – გვითხრეს სააგენტოში.

კიდევ რა პირობები დაწესდება ინფლუენსერების საქმიანობისთვის, ჯერჯერობით უცნობია.