საბა მეფარიშვილი
მუხლი, რომლის საფუძველზეც აქციაზე 400-ლარიანი ჯებირის დაზიანებისთვის ორ ახალგაზრდას 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, პარლამენტმა გასულ წელს - მარტის აქციების შემდეგ - დაჩქარებული წესით მიიღო.
საია მიიჩნევს, რომ სასამართლო დროულად არ ასრულებს ამ საქმეების განხილვას, სავარაუდოდ, იმ მოტივით, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აქტივისტების შეწყალება თავისი საპრეზიდენტო უფლებამისილების ფარგლებში ვერ მოასწროს. ისე როგორც ეს აქტივისტ გიორგი შანიძის შემთხვევაში მოხდა.