საბავშვო ბაღი
დღესდღეობით საბავშვო ბაღებში დასაქმებული პერსონალის დიდ ნაწილს არ აქვს კვალიფიკაცია, ან ისეთი კვალიფიკაცია აქვს, რომელიც ბავშვთა ადრეულ აღზრდასა და განათლებას არ უკავშირდება,- გაეროს ბავშვთა ფონდის ანგარიში, რომელშიც საქართველოში სკოლამდელი განათლების ხარისხის კვლევის შედეგებია მოცემული, აჩვენებს, რომ 57 მუნიციპალიტეტიდან მოპოვებული მონაცემების მიხედვით, აღმზრდელთა 44% არაკვალიფიციურია.