საბინაო პოლიტიკა
საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის შემდეგ, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, საბინაო ფონდი კერძო საკუთრებაში გადავიდა, ხოლო საბინაო მშენებლობის საკითხი, განსაკუთრებით ვარდების რევოლუციის შემდეგ, მთლიანად კერძო სექტორზე იქნა დელეგირებული.
ჩვენ არ ვიცით, ვინ შეიძლება იყოს უსახლკარო პირი თეორიულად, პრაქტიკაში კი განსხვავდება ეს გამოცდილება. არ გვაქვს ერთიანი განმარტება. ეს ქმნის პრობლემას მუნიციპალიტეტებისთვის, რომ განსაზღვრონ, ვის მიანიჭონ ეს სტატუსი და ვის არა. სტატუსის მინიჭება კი საბოლოოდ მაინც არ ნიშნავს საცხოვრისით დაკმაყოფილებას.