შრომის რეფორმა

შრომის ინსპექციას დაშვება ექნება ნებისმიერ საწარმოში ( საჯარო იქნება ეს თუ კერძო), სამუშაო სივრცეში – ყველგან, სადაც შრომითი ურთიერთობებია, დღისა და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში. კერძო სივრცეში (მაგალითად, სახლი, რომელიც არ არის ტიპური სამუშაო ადგილი) შესვლის უფლებაც ექნებათ, მაგრამ ამ შემთხვევაში სასამართლოს ნებართვის საფუძველზე, როდესაც არსებობს გონივრული საფუძველი იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის შესახებ.

კანონპროექტის მიხედვით, უნდა შეიქმნას შრომის ინსპექციის სამსახური, რომლის იურიდიული სტატუსი იქნება - სსიპ და იქნება ჯანდაცვის სამინისტროსადმი დაქვემდებარებული. კანონის მიღების შემთხვევაში, უნდა განხორციელდეს რეოგრანიზაცია და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ფუნქციები და უფლებამოსილებები გადაეცეს ამ სამსახურს.