ვადამდელი არჩევნები

პუბლიკა

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩავარდნას სამოქალაქო პროტესტის განახლება მოჰყვა. გაერთიანდა ოპოზიციაც და ხელისუფლებას პროპორციული წესით ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა წაუყენეს, ასევე ითხოვენ მთავრობის გადადგომას. როგორი მასშტაბის არის პროტესტი; აიძულებენ თუ არა ხელისუფლებას დანაპირების შესრულებას; ვის ინტერესებშია ვადამდელი არჩევნების გამართვა და რა შანსები აქვს ოპოზიციურ პარტიებს ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში - „პუბლიკამ” ამ შეკითხვებით საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის წარმომადგენელ კორნელი კაკაჩიას მიმართა.