თბილისის 21-ე სკოლის პირველი კლასის მოსაწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა

პუბლიკა

თბილისის 21-ე საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ „პუბლიკას“ სკოლის დირექტორი თამარ ამზაშვილი ესაუბრა.

მისი თქმით, მოსწავლე სკოლაში ბოლოს პარასკევს იმყოფებოდა. სკოლამ პირველკლასელის დაინფიცირების შესახებ გუშინ შეიტყო.

დირექტორი ამბობს, რომ სასწავლო პროცესი ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება, ჩატარდა ყველა შესაბამისი სამუშაო სკოლაში და ინფორმირებულები არიან მშობლებიც.

„ჩვენ მზად ვართ ყველანაირ რეჟიმში სამუშაოდ, იქნება ეს ონლაინ თუ სკოლაში. ამის შესახებ გადაწყვეტილება მშობლებმა უნდა მიიღონ. ისინი ინფორმირებულები არიან. ჩვენ ყველა ზომას მივმართეთ. წესებსაც ვიცავთ. დილით ჩვენი ძალისხმევით ყველაფერი გავაკეთეთ და დეზინფექცია ჩავუტარეთ სკოლას, მაგრამ ახლა 4 საათზე ველოდებით ეპიდემიოლოგების ბრიგადას და ჯგუფს, სკოლის სადეზინფექციოდ“, – ამბობს სკოლის დირექტორი. „პუბლიკასთან”.

დღეს საქართველოში კორონავირუსით კიდევ 4 პაციენტი გარდაიცვალა, გამოვლინდა 549 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 268 პაციენტი.