თბილისში ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა ჩამოვიდა

პუბლიკა

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა საქართველოშია. ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ღამით ჩამოფრინა. მედიასთან ევროპარლამენტარს ვრცელი კომენტარი არ გაუკეთებია. “მთავარი არხის” ინფორმაციით, ანა ფოტიგას ჩამოსვლის მიზანი  მიხეილ სააკაშვილის მონახულებაა.  ანა ფოტიგასთან შეხვედრას უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებიც გეგმავენ. ის ამ წუთებში პარლამენტშია და შეხვედრას უმრავლესობის წარმომადგენლებთან მართავს.

სალომე სამადაშვილის თქმით, ანა ფოტიგას ციხეში შესვლაზე ჯერჯერობით ნებართვა მიღებული არ აქვს. სალომე სამადაშვილმა ფოტიგასთან შეხვედრა უკვე გამართა.

მიხეილ სააკაშვილი 43-ე დღეა შიმშილობს. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, გუშინ სააკაშვილმა განაცხადა რომ მზადაა შეწყვიტოს შიმშილობა თუ რეაბილიტაციის ეტაპს სამოქალაქო კლინიკაში გაივლის.