თემურ ქათამაძე თურქეთში საგამოძიებო უწყებიდან გამოკითხვის შემდეგ გამოუშვეს და ამ ეტაპზე თავისუფალია.
ინფორმაცია „პუბლიკას“ „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტმა, მარიამ ყველაშვილმა დაუდასტურა.
„იყო საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე და მისმა მეგობრებმა თურქეთიდან გვითხრეს, რომ იქიდან გამოუშვეს და ამ ეტაპზე თავისუფალია.
დამატებითი დეტალები შემდგომში რა იქნება, მოითხოვს თუ არა უწყება სხვა ღონისძიებების გამოყენებას, მაგალითად პატიმრობას, ჯერჯერობით ინფორმაცია არ გაქვს. ჯერჯერობით თემურთან კონტაქტი არ გვქონია, მისი მეგობრებისგან გავიგეთ ეს“, — ამბობს მარიამ ყველაშვილი.
„ბათუმელი მედროშე“, თემურ ქათამაძე გვიან ღამით თურქეთში გადაიყვანეს.
თემურ ქათამაძის ცოლმა, ნინო კაკულიამ „ფორმულას” ეთერში თქვა, რომ ინფორმაცია მისი მეგობრისგან შეიტყო, რომელიც თურქეთში ცხოვრობს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ ქათამაძე ქვეყნიდან გააძევეს. „ოცნების” შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე თქვა, რომ ეს „კანონის სრული დაცვით” მოხდა.