TI მოუწოდებს შსს-ს, დაიწყოს გამოძიება და უზრუნველყონ მედიის უსაფრთხოება

პუბლიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აქციაზე ჟურნალისტების ცემას ეხმაურება და მოუწოდებს შსს-ს, დაუყოვნებლივ დაიწყოს მომხდარ ინციდენტებზე გამოძიება და დააყენოს კანონის დამრღვევ პირთა პასუხისმგებლობა და უზრუნველყოს მედიის წარმომადგნლებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო.

ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის დარღვევაა.

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე სპეცრაზმელებმა „პუბლიკის“ ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილი სცემეს.

ალექსანდრე ქეშელაშვილი ადგილზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და იღებდა, როგორ აკავებდნენ სპეცრაზმელები მოქალაქეებს.

მისი ცნობით, სამართალდამცველებმა მას წაართვეს ტელეფონიც, თუმცა შემდეგ უკან დაუბრუნეს.

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე სპეცრაზმელებმა ასევე სცემეს „ტაბულას“ ჟურნალისტ გიორგი ბადრიძეს და „აპრილის“ ჟურნალისტ გიორგი ბასხაჯაურს.