სპეცრაზმელებმა „პუბლიკის“ ჟურნალისტს სცემეს

პუბლიკა

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე სპეცრაზმელებმა „პუბლიკის“ ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილი სცემეს.

ალექსანდრე ქეშელაშვილი ადგილზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და იღებდა, როგორ აკავებდნენ სპეცრაზმელები მოქალაქეებს.

მისი ცნობით, სამართალდამცველებმა მას წაართვეს ტელეფონიც, თუმცა შემდეგ უკან დაუბრუნეს.