თოლორაია: იმედს ვიტოვებ, პრეზიდენტი ვეტოს დაადებს კანონს

პუბლიკა

,,ეხლა მნიშვნელოვანია საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა. მინდა მადლობა გადავუხადო მას გამოხატული მხარდაჭერისთვის. მე მაქვს ძალიან დიდი იმედი, საქართველოს პრეზიდენტი ვეტოს დაადებს ამ კანონს.’’- ამის შესახებ  სახელმწიფო ინსპექტორმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ განაცხადა, რომ  საქართველოს პარლამენტმა შეცვალა დამოკიდებულება სამსახურის თანამშრომლებთან მიმართებით და მიიღო გადაწყვეტილება თანამშრომლები გადაანაწილოს ახლად შექმნილ ორ უწყებაში. 

“თუმცა ეს არ ცვლის შედეგს – დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი აღარ არსებობს.” – განაცხადა ლონდა თოლორაიამ გამართულ ბრიფინგზე.