თუ ასე გაგრძელდა, პროცესები დასრულდება რიგგარეშე არჩევნებით - ოქრიაშვილი

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა  ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ სამწუხარო პროცესებია და თუ ასე გაგრძელდება რიგგარეშე არჩევნებით დასრულდება.

„რა თქმა უნდა, სამწუხარო პოლიტიკური პროცესები განვითარდა. თუ ეს ასე გაგრძელდა მომავალში, ვფიქრობ, რომ დასრულდება რიგგარეშე არჩევნებით, -” განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.

26 ნოემბერს ღამის 5 საათზე, ჭავლის გამოყენებით, სპეციალური დანიშნულების რაზმებმა აქცია დაშალეს. აქციის დაშლის შემდეგ პარლამენტის შენობაში პლენარული სხდომის ჩასატარებლად უმრავლესობის დეპუტატები მივიდნენ. პარლამენტში ბურის სხდომა მიმდინარეობს.