თუ ეს ორი პუნქტი არ იქნება გარკვეული არ მოვაწერ ხელს | ჯაფარიძე

პუბლიკა

ევროკავშირის ოფისში „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის შეხვედრა იწყება. შეხვედრის დაწყებამდე პარტიების წარმომადგენლებმა მედიასთან კომენტარები გააკეთეს.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, მას მედიატორების მომზადებულ დოკუმენტზე ინფორმაცია არ აქვს და არ მოაწერს ხელს თუ პოლიტპატიმრების და ვადამდელი არჩევნების საკითხზე სიახლე არ იქნება.

„მგონია, რომ ახალი ტექსტი იქნება და არ იქნება იგივე ტექსტი რაც ბოლო რაუნდზე იყო. ორი საკითხი იყო – პოლიტპატიმრების და ვადამდელამდე მისასვლელი გზა ამ ორ პუნქტში უნდა იყოს ცვლილებები რომ ოპოზიცია დათანხმდეს. თუ ეს ორი პუნქტი არ იქნება გარკვეული არ მოვაწერ ხელს, როგორც მაშინ არ მოვაწერე. ჩემი პირობა არის ის რომ პირობა მელიას გათავისუფლების უნდა იყოს ისეთი რომელიც პირველ რიგში მელიასთვის იქნება მისაღები.“ – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.