ხვალ ჩვენ მივდივართ პარლამენტში და იმედი მაქვს, რომ მარტო არ ვიქნებით | მეგრელიშვილი

პუბლიკა

ევროკავშირის ოფისში „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის შეხვედრა იწყება. შეხვედრის დაწყებამდე პარტიების წარმომადგენლებმა მედიასთან კომენტარები გააკეთეს.

პარტია „გირჩის“ ლიდერის ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, არ იცის იქნება თუ არა ცვლილებები მედიატორების მიერ მომზადებულ დოკუმენტში.

„არ ვიცი იქნება თუ არა ცვლილებები იმ დოკუმენტში, რომელიც დატოვა დანიელსონმა. ძალიან საინტერესოა იმიტომ, რომ განცხადებები სხვადასხვა განცდას მიჩენს და სინამდვილეში ინფორმაცია არანაირი არ მაქვს. იცით, რომ ჩვენ გამოცხადებული გვქონდა ჩვენი გეგმის შესახებ. ხვალ ჩვენ მივდიოდით პარლამენტში  და იმედი მაქვს, რომ დღეს ეს შეხვედრა დამთავრება ისე რომ ხვალ მარტო არ ვიქნები პარლამენტში.“ – განაცხადა ვახტან მეგრელიშვილმა შეხვედრის დაწყებამდე.

დღეს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა გაიმართება. ინფორმაცია შეხვედრის გამართვაზე “პუბლიკას” ევროკავშირის წარმომადგენლობაში დაუდასტურეს. შეხვედრა 7  სათზე დაიწყება.

შეხვედრა საქართველოში აშშ-ის ელჩის და ევროკავშირის ელჩის მონაწილეობით გაიმართება.

დღეს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის პრესსპიკერის და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ევროკავშირის მედიაციასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გავრცელდა.

აშშ და ევროკავშირი პარლამენტის ყველა წევრს მოუწოდებენ, ხელი მოაწერონ შეთანხმებას, რომელიც დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ იქნება შეთავაზებული.