თუ ინსპექტორის ჩანაცვლება შესაძლებელი იქნება საგამოძიებო კომისიით, პარლამენტში შევალთ - დეკანოიძე

პუბლიკა

„თუ დავინახეთ და პრინციპში დავინახეთ უკვე, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჩანაცვლება შესაძლებელია საგამოძიებო კომისიით, რა თქმა უნდა, ჩვენ შევალთ პარლამენტში“, – განაცხადა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ხატია დეკანოიძემ რუსთავის პენიტენციური დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ.

„არავითარი უფლებამოსილება აღარ ექნება ლონდა თოლორაიას ძალიან მალე და შესაბამისად, ეს ხელისუფლებამ ზუსტად იმისთვის გააკეთა, რომ მიხეილ სააკშვილის საქმე ბოლომდე გამოძიებული არ იყოს. თუ დავინახეთ, პრინციპში, დავინახეთ უკვე, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჩანაცვლება შესაძლებელია საგამოძიებო კომისიით, რა თქმა უნდა, ჩვენ შევალთ პარლამენტში. საუბარი მქონდა „ლელოს“ ფრაქციასთან. მათი პოზიცია არის ის, რომ ჩვენს ინიციატივას, რა თქმა უნდა, მხარს დაუჭერენ. ვფიქრობ, რომ სხვადასხვა ოპოზიციური ფრაქციები არ იქნებიან წინააღმდეგი, რომ ეს ბერკეტი ამოქმედდეს“, – განაცხადა დეკანოიძემ.

 


დღეს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ყოფილ პრეზიდენტთან დამოუკიდებელი სამედიცინო ჯგუფი შესვლას ვერ ახერხებს, ასევე ადვოკატებთან შეხვედრისას დაცული არ არის კონფიდენციალურობა, ამიტომ თუ ვითარება 6 იანვრამდე არ შეიცვლება, მიხეილ სააკაშვილი პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს. ყოფილი პრეზიდენტის კიდევ ერთი ადვოკატის, გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, სააკაშვილი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია მის საქმეზე პარლამენტში შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია.