„თუ სადმე გაუჭირდება მას ყოფნა, ეს არის მონასტერი“ - კობახიძე სააკაშვილის შინაპატიმრობის ინიციატივაზე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილის შინაპატიმრობის ინიციატივას ეხმაურება და აცხადებს, რომ სამართლიანობისთვის, სააკაშვილმა სასჯელი უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სხვა პატიმრების მსგავსად.

„სადაც სხვა პატიმრები იხდიან სასჯელს, იქ უნდა მოიხადოს სააკაშვილმაც სასჯელი. თუ სადმე გაუჭირდება ყოფნა მას ფსიქოლოგიურად, ეს არის მონასტერი, დამერწმუნეთ. იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი და თან მოუნანიებელი დანაშაული, ყველაზე მეტად თუ სადმე გაუჭირდება მას ყოფნა, ეს არის მონასტერი“, – განაცხადა კობახიძემ.

ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა „ჯორჯიან თაიმსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ აქვს შეთავაზება ხელისუფლებასთან მიხეილ სააკაშვილი შინაპატიმრობაში მის ეპარქიაში გადაიყვანონ.