„TV პირველი“ დიანა ტრაპაიძემაც დატოვა

პუბლიკა

„TV პირველს” წამყვანი დიანა ტრაპაიძეც ტოვებს, – ამის შესახებ მან facebook-ის პირად გვერდზე დაწერა.  მისივე თქმით, ამ ეტაპზე არსად გადასვლას არ აპირებს.

„დღეიდან „დღის ამბებს“ აღარ წავიყვან. მივდივარ ტელევიზიიდან, მაგრამ სულ ვიქნები „TV პირველის“ გულშემატკივარი. იქ ჩემი ძალიან კარგი მეგობრები მუშაობენ და წარმატებები მათ.

განსაკუთრებული მადლობა ვატოს, ინგას, ჟიჟის, ვახოს, ნანას. მათთან და სხვებთან ერთად, მეც ვაკეთებდი არცთუ ურიგო ტელევიზიას და იქ პროფესიული ცხოვრების, ალბათ, საუკეთესო 4 წელი გავატარე.

ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. ჩავთვალე, რომ ახლა დასრულების დროა.
პ.ს. არ გადავდივარ არსად. ცოტას დავისვენებ და მერე დავიწყებ თავიდან”, – წერს ტრაპაიძე.

პარასკევს, 12 ივნისს „TV პირველი” „პოლიტმეტრის“ ავტორებმა და სარედაქციო შემადგენლობამაც დატოვა.