უნდა მივიდეთ უბნებზე და დავიცვათ ხმები - მელია

პუბლიკა

„მთავარი არხის“ და „იმედის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ პირველი განცხადება ენმ-ის შტაბში მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ გააკეთა.

მისი განცხადებით, დღეს „ქართული ოცნება“ კილომეტრებითაა დაშორებული პოლიტიკისგან და ძალადობაზეა გადართული.

მელია ამბობს, რომ მიუხედავად ძალადობისა და ზიზღის ფრქვევისა, ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა. მან ამომრჩეველს წინააღმდეგობის გაწევისთვის მადლობა გადაუხადა.

„ვარ მილიონ-ნახევრიანი ქალაქის მერობის კანდიდატი და მე მისწორდებიან ფიზიკურად ეს ზონდერები და მე რა თქმა უნდა ძალიან ვაფასებ ამ ადამიანს ვინც ვიდრე ვსაუბრობ, თითოეული ხმისთვის იბრძვის.

მთელი 2000 საარჩევნო უბნის ფარგლებში ხომ წარმოგიდგენიათ რა ხდება? ეს შპანა, რომელიც შექმნეს, მარცხდებიან, მაგრამ ღირს სიცოცხლის დათმობის ფასადაც კი.

მადლობა მინდა გადავუხადო ყველა მხარდამჭერს, მოქალაქეს, რომელმაც არჩევანი გააკეთა კოალიციური მთავრობის სასარგებლოდ“, – აცხადებს მელია.

მან მიმართა ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველს და პარტიებს, ახლა შტაბებში ყოფნის დრო არაა. ახლა ვისაც აქვს აკრედიტაცია, უნდა მივიდეს უბნებზე და დაიცვან ხმები.

საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნები 8 საათზე დაიხურა.

„იმედმა“ და „მთავარმა არხმა“ ეგიტპოლის შედეგები გაასაჯაროვეს.

18:00-ის მონაცემებით, „მთავარი არხის“ მიხედვით, თბილისში, ზუგდიდში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში ოპოზიციური კანდიდატები იგებენ.

„იმედის“ ეგზიტპოლით, თბილისში, რუსთავში ქუთაისსა და ბათუმში „ოცნების“ კანდიდატები იგებენ.

LB loan image desktop LB loan image mobile